-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული პოეტი
ჯავახაძე ვახტანგ რომანოზის ძე (29.VII.1932, ქუთაისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1956). მუშაობდა გამომც. "საბჭოთა საქართველოში" (1956-დან). იყო მთ. რედაქტორის მოადგილე (1977-დან), შემდეგ მთ. რედაქტორი (1980). ჯ. ვ. აქვეყნებს ლექსებს (1952-დან). გამოსცა ლექსების პირველი კრებ. "საყვარელი ქარები" (1959). მისი ძირითადი პოეტური კრებულებია: "ნაწვიმარი ქუჩები" (1963); "ათასი მზე" (1968); "სამხრეთი" (1970); "მეშვიდე" (1974); "ანაბეჭდი" (1975); "მარტი, აპრილი, მაისი" (1977); "წეროების სამკუთხედი" (1978); "შედარება" (1980); "ერთტომეული" (1982); "და ასე შემდეგ" (1983). ჯ. ვ.-ს პოეზიაში შეინიშნება მძლავრი ირონიულ-პაროდიული ნაკადი, გროტესკული წარმოსახვა. თარმნა ვ. მაიაკოვსკის ოთხი პოემა: „ხერხემლის ფლეიტა“; „შარვლიანი ღრუბელი“; „მიყვარს“ და „მთელი ხმით“. ცალკე წიგნად გამოსცა კრებ. "ლირიკული მოზაიკა", სადაც შევიდა საბჭ. რესპუბლიკების ხალხთა პოეზიის ნიმუშების თარგმანები(1981). მისი ლექსები თარგმნილია: რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ესტონურ, მოლდავურ, პოლონურ, უნგრულ, რუმინულ და სხვა ენებზე. კომპოზოტორმა ს. მირიანაშვილმა ლექსზე „გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა“ დაწერა პირველი სიმღერა, ჯ. ვ.-ს ლექსებზე აგრეთვე დაწერეს სიმღერები კომპოზიტირებმა ი. ბობოხიძემ და რ. ბარძიმაშვილმა. პოეტს მიღებული აქვს შემდეგი პრემიები: გალაკტიონ ტაბიძის სახ. პრემია (1982); შოთა რუსთაველის სახ. პრემია (2007); „გალა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი“ წიგნისათვის „უცნობი (აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა)“(2008); „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2011); „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ წიგნისათვის „ელეგია და სხვა“ (2017); „ლიტერა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ წიგნისათვის „ელეგია და სხვა“ (2017). ჯ. ვ. არის თბილ. საპატიო მოქალაქე (2022).
თხზ.: ჯავახაძე, ვ. (1959). საყვარელი ქარები : ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო; ჯავახაძე, ვ. (1963). ნაწვიმარი ქუჩები : ლექსები. თბ., ლიტერატურა და ხელოვნება; ჯავახაძე, ვ. (1970). სამხრეთი : ლექსები. თბ., მერანი; ჯავახაძე, ვ. (1974). მეშვიდე : ლექსები. თბ., მერანი; ჯავახაძე, ვ. (1977). მარტი, აპრილი, მაისი : ლექსები. თბ., მერანი; ჯავახაძე, ვ. (1980). შედარება : ლექსები. თბ., მერანი; ჯავახაძე, ვ. (1988). მომიკითხე ზღვა : ლექსები. თბ., მერანი; ჯავახაძე, ვ. (1995). ვახტანგური:ლექსები. თბ., მერანი.